RSS Feed

რა ზიანი მოაქვს გენმოდიფიცირებულ სურსათს მართლმადიდებლებისთვის?


მოდით განვიხილოთ თუ რა არის გენმოდიფიცირებული პომიდორი, კარტოფილი თუ სხვა მცენარეული სურსათი. ეს არის მცენარე, რომელშიც ხელოვნურად შეყვანილია სხვადასხვა ცხოველის გენი, რაც ნიშნავს იმას, რომ მცენარე იძენს იმ ცხოველის გენეტიკურ თვისებებს, რომლის გენიც შეყვანილია მასში. ასეთი მცენარეები აუცილებლად შეიცავენ ცხოველის გენეტიკურ თვისებებთან ერთად ცხოველურ ცილებს, რაც იწვევს მართლმადიდებელი მორწმუნის მიერ მარხვის დარღვევას მარხვის პერიოდში. ანუ როდესაც მორწმუნე მართლმადიდებელი, მარხვის პერიოდში ღებულობს მხოლოდ სამარხო საკვებს, იგი ამ (სამარხო გენმოდიფიცირებულ) საკვებთან ერთად, ნებსით თუ უნებლიედ ღებულობს არასამრხო ცხოველურ ცილებს. ე. ი. არღვევს მარხვას.
ზოგნი იტყვიან, აქ ხომ ჯანმრთელობისთვის საზიანო არაფერია. მათ ვუპასუხებ: ხორციელი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო არაა (თუმცაღა გასარკვევია), მაგრამ სულიერი ჯანმრთელობისთვის კი ნამდვილად საზიანოა.
როცა ადამიანს არ ეუბნებიან გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის სურსათი, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უზღუდავენ თავისუფალ არჩევანს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა.
იმ მორწმუნეთა საყურადღებოდ, რომლებიც ამაში ვერაფერს ღმრთის საწინააღმდეგოს ვერ ხედავენ, მაგალითისთვის მოვიყვან თეოდორე ტირონის სასწაულს. ყველა მართლმადიდებელმა იცის დღესასწაული კოლიობა იგივე კორკოტობა. იმპერატორ იულიანე განდგომილმა, რომელიც ფარულად დევნიდა ქრისტიანებს (როგორც ეს დღეს ხდება), განიზრახა ფარულად შეებილწა ისინი დიდ მარხვაში. ამისთვის ქალაქის თავს უბრძანა ერთი კვირის მანძილზე ნაკერპავი სისხლი ეოკურებინათ ბაზარში სამარხო სურსათისთვის. მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ ქრისტიანები შებილწულიყვნენ და მოხდა სასწაული: მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა თეოდორე ტირონი, აუწყა მას იმპერატორის განზრახვა და დაარიგა: მარხვის პირველი კვირას ქრისტიანებს ბაზარში არაფერი ეყიდათ, ხოლო ვისაც სანოვაგის მარაგი არ ჰქონდა მოხარშული ხორბლით გაეტანათ კვირა. ასე იხსნა ქრისტიანები უფალმა ცბიერი იულიანეს მზაკვრული განზრახვისაგან.
დღეს როცა თითქმის იგივე და უფრო მეტიც ხდება, რაც იულიანე განდგომილის დროს – ყოველ მართლმადიდებელს სიფრთხილე გვმართებს. ნურავინ იფიქრებს, რომ უფალი ან თეოდორე ტირონს, ან რომელიმე წმინდანს მოგვივლენს გასაფრთხილებლად. მსგავსი სასწაული მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა გამაფრთხილებელი არავინ იქნება, ანუ არავის ეცოდინება მზაკვართა განზრახვა. დღეს, იმ ფაქტს, რომ გენმოდიფიცირებული სურსათი შეიცავს ცხოველურ ცილებს – არა თუ ქრისტიანები, არამედ ურწმუნონიც აღიარებენ, ამიტომ არ არის საჭირო უფლისაგან წმინდანის მოვლინება, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი გენმოდიფირებულ ნებისმიერ სურსათზე, თუნდაც ხსნილის დროს, ვინაიდან მათი მიღება არა მგონია გამართლებული იყოს, იმის გამო, რომ არ ვიცით თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ მათ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მთავრობას და ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს, ვისაც ეს ხელეწიფება – მივმართავ თხოვნით:
შეწყვიტეთ გენმოდიფიცირებული სურსათის იმპორტირება საქართველოში.
მცენარეთა თესლი, რაც უკვე საქართველოშია და მისგან მოსავალი მოყავთ – შეამოწმეთ და მიიღეთ აკრძალვის ზომები.

ვფიქრობ თუ ხელისუფლება მოინდომებს, ამის განხორციელება რთული არ უნდა იყოს. ხოლო თუ ზემოხსენებული აკრძალვები მაინც შეუძლებლად მიგაჩნიათ, ის მაინც გააკეთეთ, რომ გენმოდიფიცირებულ სურსათს გაუკეთდეს ისეთი მითითება, რითაც იგი ადვილად გასარჩევი იქნება არაგენმოდიფიცირებულისაგან, რათა არ გახდეთ იულიანე განდგომილის თანაზიარნი.

პირველწყარო:

http://tveni.ge/?gverdi=2&svla=gen

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

3 responses »

  1. James Bagdavadze

    ნანა უღრმესი მადლობა ამ ინფორმაციის დადებისთვის, შენ ძალიან მნიშვნელოვანი ინფო დაწერე, ჩემი აზრით, ყველამ უნდა წაიკითხოს ეს და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები იწვევს გენეტიკურ ანომალიებს, კიბოს და შემდგომ სიკვდილსაც…
    ნანა ასე განაგრძე და გახსოვდეს, რომ შენ ყოველთვის საუკეთესო იყავი, ხარ და იქნები შენს საქმეში/
    ===============
    პ.ს.
    ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, უფლის მადლი ნუ მოგკლებოდეთ…

    Reply
    • ჩემო ჭკვიანო პოეტო, ჩემო დიდო მეგობარო და კეთილო ადამიანო !
      მიხარია რომ კითხულობ ჩემს ბლოგს. მინდა უკეთესი გახდეს საიტი.
      მეც გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ხარებას და სიხარული სიკეთე სიყვარული არ მოგაკლოს გამარჯვებულმა უფალმა !

      Reply
  2. ar inerviulot. arc am zomis mesiji iyo sachiro. dro dagezogat 🙂 me axalbeda vikavi da ar vicodi tsesebi. migebulia tqveni rcheva
    pativiscemit
    n.sh

    P.S saertod tsavshli tu gindat.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: