RSS Feed

ათონის წმინდა მთა


ათონის მთის შესახებ: ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, .
ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს. მოკლე ისტორია: გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე, კვიპროსზე გამგზავრებულმა დედა ღმრთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. ზღვით მიმავალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ღმრთის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვიბი: “მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა”.
ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დაარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას “ათანასეს ლავრა”-საც უწოდებენ. ათანასე ათონელი გახლდათ საქართველოს კანდელის – იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი. სწორედ იოანე და თორნიკე (თორნიკე ერისთავი, ბერობაში-იოანე)მთაწმინდელებმა დაარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის – ათონის მონასტრების აღშენება დაარსებაში.
ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე შეიტანა ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვატოპედი და დიდი ლავრა. სკიტე: სკიტეები ათონის მთაზე პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდა. ისინი დაარსდა ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებულ კონტრაქტების საფუძველზე. კონტრაქტები რატიპიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტე არსებობს, ყველა ისინი, კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნიან ამა თუ იმ მონასტერს. სკიტე – იგივე მონასტერია, შეზღუდული უფლებებით. თუმცაღა სკიტესაც ყავს თავისი წინამძღვარი და მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. სკიტეებში მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი სკიტე იდიორითმული (ცხოვრების წესს ირჩევ მცხოვრები წინამძღვართან ან სულიერ მოძღვართან შეთანხმებით) ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგი კი ზოგადსაცხოვრებელი (ერთი განსაზღვრული წესით ტიპიკონით ცხოვრება)ცხოვრების წესით.

http://www.tveni.ge/

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: