RSS Feed

როგორ შევებრძოლოთ მას, ვინც თამბაქოს კვამლის მიღმა იმალება


ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, – წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი), – ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები “მწეველთათვის”. გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს “მწეველთათვის” ვარსკვალავთაშორის სივრცეში. ეწევიან, – მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც, დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი. თითქოს უნდა შევქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავი, დავტკბეთ ამ კვამლით და აი, ყველანი ტკბებიან იმდენად, რომ “არამწეველი” – ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც “ადამიანი რომელიც არასოდეს სტყუის”, ან ადამიანი, რრომელიც თავს არ განიდიდებს”. თამბაქოს ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიო ვაჭრობაში და ყოველწლიურად მილიონობით ხალხი შრომობს იმისათვის, რომ სხვა მილიონობით და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება ჩაისუნთქოს ეს მომწამვლელი ჰაერი, მისი ნარკოზით გაიბრუოს თავი და მთელი ორგანიზმი”.
მთავარეპისკოპოსის ეს სიტყვები, ცხადია, უწინარეს ყოვლისა, იმ დასავლურ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელშიც მთელმა მისმა შეგნებულმა ცხოვრებამ განვლო. მბოლავი პაპიროსი ან სიგარა წარმატებული ბიზნესმენის ოქროს ბეჭდებით დახუნძლულ ნაპატიებ ხელში, მართებულად აღიქმება ჩვენს მიერ, როგორც დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო, მისი განმხრწნელი და გამომფიტავი ზემოქმედებით ადამიანზე. სიგარეტით ვაჭრობის რეკლამა- ერთ-ერთი მთავარი^ნიშანია გარდაქმნის შემდგომი პერიოდის სამწუხარო მოვლენისა – დასავლეთის ენერგიული ექსპანსიისა. ამ რეკლამათა შორის, რომლებიც გვპირდებიან გადააქციონ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი წუთების უწყვეტ ჯაჭვად, გვხვდება მრავალი პლაკატი, ხოტბას რომ ასხამენ ამა თუ იმ სიგარეტის ღირსებას. “პაემანი ამერიკასთან”, “ნამდვილი ამერიკა”, – ღაღადებენ წარწერები უზარმაზარ პანოებზე, სადაც აღბეჭდილია მანჰეტენის ცათამბრჯენთა პერსპექტივა, კოვბოები და მოტოციკლისტები ამერიკული შორეული დასავლეთის მთაგორიანი პეიზაჟების ფონზე. Aამერიკა – ეს სიტყვა გადაიქცა მაგიურ ფორმულად, შელოცვად, რომელსაც ადამიანის გული და გონება შეუპყრია. ამერიკა, – წარმატების ქვეყანა, ადგილი სადაც ყოველივე საუკეთესოა თავმოყრილი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. სადაც ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც ამერიკული დოლარებით ამერიკულ სიგარეტებს ყიდულობენ.
თუკი სიგარეტი თავისთავად იზიდავს და არ განიცდის მომხმარებელთა ნაკლებობას, მისი შეერთება “ნამდვილი ამერიკული კეთილდღეობის მითთან”, კიდევ უფრო ამძაფრებს საქმეს და ამრავლებს მისი “ლამაზი” და “ნაღდი” ჩასუნთქვის მსურველთა რიცხვს.
საგულისხმოა სიგარეტის წევის ისტორია. მისი წარმოშობა ადასტურებს, რომ ამ ვნებას მხოლოდ დემონთა დახმარებით შეეძლო ფეხის მოკიდება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ არანაირ წამებას და სიკვდილით დასჯას არ შეეძლო ადამიანთა გადაჩვევა ამ მავნე ჩვევისაგან.
როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა სან-სალვადორის კუნძულს, ის და მისი თანამგზავრები შესძრა უჩვეულო სანახაობამ – აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან უშვებდნენ ბოლს. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ “წმიდა” დღესასწაულს, რომელზეც ისინი ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს, – სრულ გაბრუებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ დიადი სული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელმა მეზღვაურებმა გააცნეს ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული “სიამოვნება”. ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს.
და აი, ეშმაკთა მონაწილეობითა და მათი ფარული ხელშეწყობით, მთელს ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის ციებ-ცხელება. რას აღარ აკეთებდნენ მთავრობა და სასულიერო პირები, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება, – დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა. ტუჩებისა და ცხვირის მოკვეთა, თამბაქოთი მოვაჭრეთა ცაცხლად დაწვა, ნესტოებისა და ცხვირის დაჭრა და დამნაშავეთა გადასახლება.
სხვადასხვა ქვეყნის მმართველთა დაწესებულ მკაცრ ზომებს მაინც არ შეეძლო ამ ვნების სწრაფი ზრდის შეჩერება, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნებოდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ასე თუ ისე შეეზღუდათ საყოველთაო ბოროტება, ააშკარავებდნენ რა მთელ დამღუპველ ზემოქმედებას ამ მავნე ჩვევისა. როგორც ჩანს ამ ნიადაგზე რუსეთში აღმოცენდა ლეგენდები თამბაქოს წარმოშობაზე. ერთი გადმოცემის მიხედვით თამბაქო აღმოცენდა სისხლის აღმრევთა (დისა და ძმის) საფლავიდან, მეორესი – კი მეძავის თავიდან.
არც თუ უსაფუძვლოდ და მყარად მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა – “სატანის საკმეველი”. ის დაკავშირებულია გადმოცემასთან, რომლის მიხედვითაც , როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში, მოსეს წინასწარმეტყველის დროს ( მე-19 ს. ქრისტეს შობამდე) დაწესებული იქნა კანონიერი ღვთისმსახურება საკმეველის გამოყენებით, სატანამ, რომელიც თავისი სიძულვილითLL ღმერთისადმი ვერასოდეს აღემატება ღვთის საქმეთა კარიკატურულ მიბაძვას, აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მოწევის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, სასულიერო პირთაგან მოდიოდა. თუთუნის წევისა და ყნოსვის ჩვევა, ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს განისჯებოდა სასულიერო პირთა მიერ, როგორც უღვთო და ეშმაკის საქმე.
და აი, როდესაც ერთმა რუსმა ვაჭარმა, პეტრეს საზღვარგარეთ წასვლის წინ 1697 წელს იყიდა მთავრობისაგან თამბაქოს გაყიდვის მონოპოლია, პატრიარქმა ადრიანემ განკვეთა იგი ეკლესიიდან მთელი თავისი ოჯახით და შთამომავლობითაც კი, დასწყევლა რა მთელი მისი გვარი საუკუნოდ. თამბაქომე-17 საუკუნის ბოლომდე აკრძალული იყო რუსეთში პატრიარქის მიერ, როგორც არაწმინდა და ანტირელიგიური რამ, ხოლო ერთი მოგზაურის შენიშვნით “დღემდე არც ერთი მღვდელი არ შევა თამბაქოთი გაბოლილ ოთახში”. ამას შეიძლება დაემატოს ისიც, რომ საუკეთესო რუსი მღვდელთმთავრები მე-17 – მე19 საუკუნეებისა თუმც ლმობიერად ეკიდებოდნენ მოწევის მეცნიერებას ერისკაცთა შორის. (როგორც ჩანს ამ ბოროტების საყოველთაო გავრცელების გამო). ძალიან მკაცრნი იყვნენ, როდესაც საქმე სასულიერო პირებს ეხებოდა, განსაკუთრებით კი მღვდელთმსახურებს.
ს. ნილუსს თავის წიგნში “საღმრთო მდინარის ნაპირზე”, მოყავს ოპტინელი ბერის, ნექტარიოსის მონათხრობი კალუგის მთავარეპისკოპოს გრიგოლზე, რომელიც თავის სემინარისტებსაც კი ლმობიერად ეპყრობოდა, სანამ ისინი სასულიერო პირთა დასში არ შევიდოდნენ, მაგრამ მათგან ვინც ხელდასხმისთვის ემზადებოდაბა კატეგორიულად მოითხოვდა ამ ბილწი ჩვევის დატოვებას და მწეველებს ხელს არ დაასხამდა ხოლმე. მთავარეპისკოპოს გრიგორის დროს, რომელიც მეტად სულიერი და ბერთმოყვარე ადამიანი იყო, – ყვება მამა ნექტარიოსი, – ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთი კალუგელი სემინარისტი, რომელიც კურსს ამთავრებდა, როგორც პირველი სტუდენტი და თავისი ბრწყინვალე ნიჭის გამო პირადად იყო ცნობილი მეუფესათვის, ემზადებოდა ხელდასხმისათვის ეპარქიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე. ეახლა ის მთავარეპისკოპოსს კურთხევის ასაღებად და ხელდასხმის ვადის გასაგებად. მან იგი გამორჩეულად თბილად მიიღო, მოწყალედ ესაუბრებოდა და მამობრივი ალერსის შემდეგ დაუშვა, მიუთითა რა მღვდელად კურთხევის თარიღზე, თუმცაღა არ დაუყოვნებია ეკითხა: – აბა, რას იტყვი ძმაო, ეწევი თუ არა?
-არა თქვენო მაღალუსამღვდელოესო მეუფეო, მე ამ საქმეს არ მივდევ.
-ჰოდა, ძალიან კარგი, – გახარებულმა წამოიძახა მეუფემ, – აი, ყოჩაღი მყავხარ! მიდი, მიდი მოემზადე და უფალი გაკურთხებს!
ხელდასასხმელი, ჩვეულებისამებრ, მეუფეს ფეხებში ჩაუვარდა, სურთუკი გაიხსნა და უბიდან იატაკზე ერთი მეორის მიყოლებით გადმოცვივდა სიგარეტები. მეუფე სიბრაზისაგან წამოენთო.
– ვინ გეწეოდა ენიდან, რომ მატყუებდი? -დაიყვირა მან გაბრაზებულმა, – ვინ მოატყუე? თან როდის მოატყუე? მაშინ როცა ემზადები ემსახურო უფალს სიწმინდითა და სიმართლით? წადი აქედან! არა გაქვს შენ ადგილი და არც გექნება. ამ პასუხით გამოაგდო მატყუარა, სამუდამოდ მოაკლდა რა მისი წყალობა”.
რას წარმოადგენს მოწევა სულიერი თვალსაზრისით და რა ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და ხორცისათვის? ეს ცოდვაა, რომლის სათავეც თვითტკბობისაკენ მიდრეკილებაშია. რის გამოც არ უნდა ეწეოდეს ადამიანი, – ნერვული თუ გონებრივი დაძაბულობის მოსახსნელად, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად, ალკოჰოლის მიერ მოგვრილი თრობის დროს დამატებითი სიამოვნების მისაღებად (მრავალნი მხოლოდ დალევის დროს ეწევიან) და ბოლოს, მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისათვის (რაც მოზარდთა მწეველად ჩამოყალიბების მიზეზი ხდება), ან როგორც წარმართული რიტუალის ნაწილი – ადამიანის გრძნობისა და გონების დაბინდვა. გვეჩვენება რა სასიამოვნოდ, იგი იწვევს განმეორების სურვილს და ასე თანდათანობით ყალიბდება ჩვევა – დამღუპველი ვნება საცოდავ მწეველს თავის ბადეში ახვევს.
მოწევა – სულიერი ვნებაა: ბუნებით მოწევის სურვილი ადამიანისათვის არ არის დამახასიათებელი, როგორც მაგალითად ჭამის, სმის, ოჯახის ყოლის. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მოწევა – ლოცვის ერთგვარი ანტიპოდია. ლოცვა, წმინდა მამებთან, სულის სუნთქვად იწოდება. ახდენს რა ადმიანის ყურადღების კონცენტრაციას თავის თავში და ღმერთში, იგი ჰგვრის მას ჭეშმარიტ სიმშვიდეს, იწვევს გონებისა და გულის განწმენდას, სულიერი სიძლიერისა და სიმხნევის შეგრძნებას.
მოწევა დაკავშირებულია სხეულის სუნთქვასთან, იწვევს ამ გრძნობათა სუროგატს. თვით სიმბოლო ლოცვისა – კმევა კეთილსურნელოვან გუნდრუკისა – ერთობ თვალსაჩინოდ გამოხატავს საკმევლის კმევის კეთილსურნელებისა და ეშმაკის მყრალი ბალახის გამოყენების ურთიერთსაპირისპირო ხასიათს. შემთხვევითი არ არის, რომ სრულიად რუსეთის^ უდიდესი მლოცველი, წმიდა და მართალი იოანე კრონშტანდტელი, ასეთი ძალით ამხელს თამბაქოს წევის ვნებას. “ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი… გემოსათვის, ნაწილობრივ კი თვით სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა, კი თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, – და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს”.
მოვიყვანოთ მაგალითი ათონელი ბერის, სილუანის ცხოვრებიდან, რომელშიც ისაა საინტერესო, რომ მოძღვრის თანამოსაუბრე, დარწმუნებული მწეველი, აღიარებს ლოცვისა და მოწევის შეუთავსებლობას.
1905 წელს მამა სილუანემ რამდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაუწყო საუბარი: “იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვათ თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში…” და შემდეგშიც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძნობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: “ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდეთ, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით”. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: “ილოცო მოწევის წინ რაღაც არ გამოდის”. მამა სილუანმა პასუხად შენიშნა: “მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინაც არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ”.
იმაზე, თუ როგორი ზიანი მოაქვს მოწევას ადამიანის სულისა და ხორცისათვის, აჯობებს ალბათ ღირსი ამბროსი ოპტინელის სიტყვებით ვთქვათ: ” თამბაქო, – წერს იგი – ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა – ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა”.
მოწევა შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობადაც და თვითმკვლელობადაც ორი მიზეზით: ჯერ ერთი, აბინძურებს რა გარშემო მყოფ ჰაერს თამბაქოს ბოლით, მწეველი ავტომანქანის გამონაბოლქვთან და უზარმაზარი ქარხნის მილებთან ერთად, ამცირებს მის ვარგისიანობას ნორმალური სუნთქვისათვის, ამასთან არა განქარვებადი, აბსტრაქტული კაცობრიობისა, არამედ მის უშუალო სიახლოვეში მყოფ ადამიანებისა და თუკი საწარმოო და სატრანსპორტო ნარჩენების არსებობა ჰაერში ნაწილობრივ კიდევ შეიძლება გავამართლოთ ადამიანთათვის სასარგებლო საქმიანობით, ჩვენი ბინების, ოფისებისა და სხვა ადგილების გაბოლვას ჩვენ იმ უცოდველ სიამოვნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომელზე უარის თქმაც, რაღაც მიზეზების გამო არ ძალუძს ზოგიერთს ჩვენს ახლობელთაგანს. განა ეს ნელი, თუნდაც ირიბი, მაგრამ ზიანის მოტანა არაა სხვისი ჯანმრთელობისათვის? ჩვენ არ შევჩერდებით სამედიცინო მოწმობაზე თამბაქოს ბოლის ზიანის შესახებ ყველა მისი ჩამსუნთქავისათვის. ასეთი მოწმობები უამრავია.
რა არის თამბაქო – ეს 750 სხვადასხვა ნივთიერებაა და ყველა საზიანო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შედის ვაგონში და აშხეფებს დიხლოფოსის ბალონიდან ჰაერში. როგორ იმოქმედებთ? თქვენ დაიწყებთ ყვირილს, რომ მოგწამლეს და მოითხოვთ ამის აკრძალვას. როდესაც შენთან ეწევიან, ხოლო შენ ცუდად ხდები და ეუბნები: “მაპატიეთ, მაგრამ ადრე იყო ასეთი ჩვეულება – ეკითხათ, შეიძლება თუ არა მოწევა”. შენ გპასუხობენ: რა ნაზბარუქა ყოფილხართ (უკეთეს შემთხვევაში). ანუ ადამიანები აქტიურად ანგრევენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
მწეველები საერთო ჯამში მუშაობენ უფრო ცუდად და ნაკლებს. მოწევით გამოწვეული პაუზების გამო, უფრო ხშირად, მძიმედ და დიდხანს ავადმყოფობენ. ისინი უფრო ადრე კვდებიან. გარდა ამისა, ხანძრების ერთი მესამედი, ეს უკვე ზუსტადაა დადგენილი, მათი მიზეზით ხდება.
მეორე მიზეზი, რომელიც ნებას გვაძლევს მოწევა მცნების “არა კაც ჰკლას” დარღვევად ჩავთვალოთ, სულიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევა ვნებაა. რა არის ვნება საერთოდ და რაში მდგომარეობს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ვნება, მამათა ნაწერებში, ეწოდება ცოდვის მატარებელ, ბილწ მიდრეკილებას, რომელიც მისდამი ხანგრძლივი მიყოლის გამო როგორღაც შეესისხლხორცა სულს, გადაექცა ჩვევად, “მეორე ბუნებად” და იმდენად ძლიერია სულში ამ ჩვევის მოქმედება, რომ არანაირ ყველაზე დამაჯერებელ ლოგიკურ მსჯელობასაც კი არ შეუძლია ადამიანის შეჩერება ჩვეული ცოდვილი სურვილის ასრულებისაგან. არც ყველაზე ავტორიტეტულ პირთა მიერ დარწმუნებას, არც დამაბრკოლებელ გარემოებებს, ცოდვის საქმის ჩადენის ფიზიკურ შეუძლებლობასაც კი არ შეუძლია წინ გადაეღობოს ვნების ასრულებას, თუნდაც ოცნების დონეზე, რაღაც მიზეზების გამო მიუწვდომელი ცოდვილი ტკბობისა. გამოდის, რომ ადამიანი მთელ თავის ძალისხმევას, მთელ ძალასა და სურვილებს მიმართავს სიამოვნების მისაღებად, რომელზეც ჩვევის ძალითაა მიბმული მისი სული და ყველაზე ძლიერი არგუმენტი – სინდისის მოწმობა – უმოქმედო ხდება, აწყდება რა მრავალრიცხოვან, ყველაზე ეშმაკურ თავის მართლებათა კედელს, რომელთაც ჩვენ ვიგონებთ, რომ როგორმე არ ვაღიაროთ ჩვენი ჩვევა, ჩვენი მიჩვევა ცოდვის შემცველად, როგორადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიფიქროთ. ამიტომაც არის, რომ ყველანაირი არგუმენტი მოწევის წინააღმდეგ, უძლურია, ძლიერ ცოტას თუ დახმარებია მოწევის ვნებისგან განსაკურნლებლად თვით ყველაზე დამამცირებელი ფაქტებიც კი, მაგალითად ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მოწევას, (ლოთობასა, პორნოგრაფიის დანერგვასა და აბორტების ნებადართულობასთან ერთად) მიიჩნევდა უმძლავრეს იარაღად ხალხის დამონებისა დაპყრობილ ტერიტორიებზე. “მხოლოდ არაყი და თამბაქო” მოუწოდებდა ის თავის 1942 წლის დეკლარაციაში.
განსაკუთრებით დამღუპველია მოწევის ვნება, თუკი იგი ყმაწვილობიდანვე გაგიჯდება. მოვიყვანოთ საუბარი ოპტინელი ბერის ნექტარიოსისა ს. ნილუსთან მისი ბავშვობის ერთ ეპიზოდზე; სადაც იგი ყვება, თუ როგორ შეეჩვია თამბაქოს წევას დედისაგან დაფარულად:
“და აი, დედამ შეამჩნია, რომ თამბაქოს სუნი ამდის…
– შენ რა, კოლია (ერში მე ნიკოლოზი მერქვა), მოწევა ხომ არ დაიწყე? – ერთიც ვნახოთ და მეკითხებოდა ხოლმე დედა.
– რას ამბობ დედიკო, – ვეუბნებოდი მე, – არც მიფიქრია, თავად კი განზე გავძვრებოდი, ვითომდა საქმეზე… ერთი ორჯერ გამივიდა, შემდეგ კი ჩავვარდი: ერთხელ, როგორღაც ის იყო ნასესხები თამბაქოს მოწევა დავიწყე, რომ დედიკო დამადგა თავზე დაბარებულივით.
– შენ ახლა ეწეოდი? – მეკითხება. მე ისევ:
– არა, დედიკო. რა არა, როდესაც ერთ კილომეტრზე ვყარდი თამბაქოს სუნით. დედას სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ ისეთი დამწუხრებული მზერა მესროლა, რომ მთელი გულ-მუცელი ამემღვრა. ის გამშორდა და სადღაც საქმეებზე წავიდა, მე კი ერთ მოფარებულ კუთხეში დავჯექი და უნუგეშოდ დავიწყე ტირილი იმის გამო, რომ დედიკო გავაბრაზე, უფრო მეტიც, არათუ გავაბრაზე, – მოვატყუე და ვიცრუე დამატებით. ვერც კი გამოვთქვამ რა მტკივნეული იყო ეს ჩემთვის! გავიდა დღე და დადგა ღამე, მაგრამ ძილი არც მიფიქრია: ვწევარ ჩემს საწოლში და სულ ვქვითინებ, დედიკომ გაიგონა. – შენ რა კოლია ტირიხარ? – არა დედიკო; – მაშ რატომ არ გძინავს?
ამ სიტყვებით დედა ადგა, აანთო სინათლე და მომიახლოვდა. მე კი მთელი სახე სველი მაქვს ცრემლებისაგან და ბალიშიც სველი მაქვს… და რომ გენახათ რა ხდებოდა ჩვენს შორის! ორივემ გული ვიჯერეთ ტირილით და შევრიგდით! ამით დამთავრდა ჩემი გართობა” მოწევით.
ზემოთ მოყვანილ მონათხრობში გვინდა ხაზი გავუსვათ შეძრწუნებამდე მისულ განგაშს კეთიკრძალული დედისა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, თუ რა დამღუპველ მახეს უმზადებს მის შვილს ვითომდა უწყინარი “გართობა”.
ამ წიგნის მიზანი ვინმეს გაკიცხვა ან შეშინება კი არაა, არამედ სურვილი იმისა, რომ დაეხმაროს ადამიანებს ამ ვნებისაგან საკუთარი თავისა და სხვების განთავისუფლებაში, წარმოადგენს რა სულიერ ვნებას, მოწევა შესაბამისი საშუალებებით იკურნება. მოვიყვანთ უდიდესი ოპტინელი მამის, ღირსი ამბროსის რჩევას. პეტერბურგის ერთ მცხოვრებს, ალექსეი სტეფანეს ძე მაიოროვს, რომელმაც მას რჩევისათვის მიმართა, თუ როგორ მიეტოვებინა მოწევა, მოძღვარი სწერდა: “თქვით დაწვრილებით აღსარება მოყოლებული 7 წლის ასაკიდან დღემდე და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებებს და ყოველ დღე ფეხზე მდგომარემ იკითხეთ სახარება თითო თავი ან მეტი, ხოლო როდესაც სევდა გეწვევათ, ისევ იკითხეთ ანდა ამის ნაცვლად განმარტოებით გააკეთეთ 33 სრული მეტანია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სამახსოვროდ და წმიდა სამების საპატივცემულოდ”.
მიიღო რა წერილი, ალექსეი სტეფანის ძემ წაიკითხა და მოწია პაპიროსი, როგორც ხსნიდა ის შემდეგ თავისივე ხელით დაწერილ წერილში, მაგრამ უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო თავში და ამასთანავე, ზიზღი თამბაქოს ბოლისადმი და ღამით აღარ მოუწევია. მეორე დღეს ოთხჯერ დააპირა მოწევა ჩვევისამებრ, მაგრამ უკვე მექანიკურად, ბოლის გადაყლაპვა კი უკვე აღარ შეეძლო თავის ძლიერი ტკივილის გამო და მოწევას ადვილად გადაეჩვია, მაშინ როდესაც წინა 2 წლის მანძილზე როგორ არ აიძულებდა თავს, მაგრამ მოწევას ვერ გადაეჩვია. დაავადმყოფდა, მაგრამ მაინც ეწეოდა. “აი, მაშინ კი იგრძნო თავისი ავადმყოფობა და გააცნობიერა საკუთარი უძლურება ამ ვნების აღმოფხვრის საქმეში. კეთილი ადამიანების რჩევით, – წერს მაიოროვი, მამა ამბროსის მივმართე გულწრფელი სინანულითა და თხოვნით ელოცა ჩემთვის. შემდეგ, როდესაც ჩავედი მასთან, რათა პირადად გადამეხადა მადლობა, იგი ჯოხით შეეხო ჩემს მტკივან თავს და მას შემდეგ არავითარი თავის ტკივილი აღარ მიგრძვნია”.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ სასწაულებრივი განკურნება მოწევისაგან წარსულის ხვედრია. ყოვლადმოწყალე უფალი ყოველ ეპოქაში მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს განკურნების მსურველთ. საოცარ ამბავს მოგვიყვა 1994 წელს 27 ნოემბერს პოკროვის მონასტრის იღუმენია დედა ოლიმპიადა. ერთმა კაცმა, რომელიც 20 წელი ეწეოდა, მიიღო სასწაულებრივი განკურნება თამბაქოს წევის დაავადებისაგან წმინდა და ნეტარ დედის ქსენია პეტერბურგელის წმინდა ნაწილებთან.
მსხვილი ფირმის დირექტორი, ლამაზი, ინტელიგენტური გარეგნობის მიხეილ მიხეილის ძე (ასე ერქვა ამ ადამიანს), მზრუნველი კეთილისმყოფელი და თაყვანისმცემელია მონასტრისა. ის არაა მოხუცი (განკურნებისას ის 35 წლისა იყო). იგი ცალი ფეხით დაიბადა. ღირსი სერაფიმე საროველის ახლად მოპოვებული წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად, რომლებიც მაშინ პეტერბურგის ალეწსანდრე ნეველის ლავრაში განისვენებდნენ. დედებს ნასტენკას თან წაყვანა სურდათ, მაგრამ ის ხომ ვინმეს უნდა ეტარებინა, ისინი კი მას ვერ მოერეოდნენ. და აი, თავისი კეთილისმყოფელს სთხოვეს, რომელიც ასევე ზრუნავდა ნასტენკაზე, დახმარებოდა მას წმინდა ნაწილებამდე მისვლაში, ეტარებინა იგი ხელით და მხრებით.
მატარებელში მიხეილ მიხეილის ძე, ძალიან ხშირად გადიოდა ტამბურში მოსაწევად. დედა ოლიმპიადა, რომელსაც ყველაფერი საუკეთესო სურდა ამ პატივცემული ადამიანისთვის, წუხდა რა, ეუბნებოდა: “რა არის ეს მიხეილ მიხეილის ძევ, ასე ბევრს რომ ეწევით? თქვენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ხართ, ეწევით კი ტამბურში და უნებურად უჯერო საუბრებს ისმენთ”.
“შემინდეთ დედაო, – პასუხობდა ის, – მაგრამ მე ხომ უკვე 20 წელია ვეწევი! დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ვეწევი, გააჩნია როგორი სამუშაო მაქვს. როდესაც განვიცდი რამეს ან ბევრს ვმუშაობ, უფრო მეტად ვეწევი”. უნდა ითქვას, რომ მიხეილ მიხეილის ძე, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადიოდა დღესასწაულებზე ტაძარში ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას, რომ მიეტოვებინა მოწევა.
ჩამოვიდნენ პიტერში. თაყვანი სცეს რა ღირსი სერაფიმ საროველის წმიდა ნაწილებს, დედებმა მოინდომეს წასულიყვნენ სმოლენსკის სასაფლაოზე, წმიდა ნეტარ დედა ქსენიას საფლავთან. როგორც კი ლავრის ზღუდეს გასცდნენ, მიხეილ მიხეილის ძემ დაიწყო მოწევა სიტყვებით: “მეტი აღარ შემიძლია”.
როდესაც მივიდნენ სასაფლაოზე და შევიდნენ სამრეკლოში, იქ ლოცვა მიმდინარეობდა, ლოცვის სითბო ტრიალებდა, ენთო სანთლები, კანდელები და რაც ყველაზე მთავარია, მოსულთა სულები სიყვარულისა და ჩუმი სიხარულის რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას შეეპყრო, როგორც ეს ჩვეულებრივ, ნეტარი ქსენიას წმიდა ნაწილებიდან ხდება ხოლმე. დედა ოლიმპიადამ მიხეილ მიხეილის ძეს მიმართა: “აი, თქვენ მიხეილ მიხეილის ძევ, სთხოვეთ წმიდა ნეტარ ქსენია შემწეობა მოწევის მიტოვებაში! ის დაოჯახებულებს ძალიან ეხმარება”.
და აი, ეს უზარმაზარი “ვერზილა” ეცემა მუხლებზე მარმარილოს საფლავზე, დებს თავს ფილაზე და 15 წუთი გაუნძრევლადაა, თითქოს დავიწყებას მისცემია. რა გრძნობა ავსებდა ამ მაღალი წრის ადამიანს ასე მოულოდნელად ბავშვურად დამხობილს ნეტარი ქსენიას წმიდა ნაწილებთან? მიხეილ მიხეილის ძემ ვერც კი შენიშნა, როგორ დასრულდა ლოცვა.
დედა ოლიმპიადას მთელი დღე არ უნახავს მიხეილ მიხეილის ძე. მხოლოდ საღამოს მატარებელში გაოცებულმა შენიშნა, რომ ის არ გადის ტამბურში მოსაწევად. დედაო დაინტერესდა: ” რა მოგივიდათ?”, მიხეილ მიხეილის ძემ, – თითქოს რაღაცის შეეშინდაო, – ტუჩებზე თითი მიიდო და ჩუმად წარმოსთქვა: “ჩუ-უ-უ! დედა, დღეს მე ჯერ არ მომიწევია”. ჩამოვიდნენ რიგაში და დამშვიდობებისას დედა ოლიმპიადა დაინტერესდა: “რა განწყობაზე ხართ?”. მან მალული ღიმილით წარმოსთქვა: “მადლობა ღმერთს, ჯერ არ მომიწევია”. სამი დღის შემდეგ მიხეილ მიხეილის ძემ მთელი ხმით იყვირა ტელეფონში: “მე არ ვეწევი”. თავის კაბინეტში მან დაკიდა ფირფიტა წარწერით “გთხოვთ ნუ მოსწევთ”.
თანამშრომლები, რომლებიც ასევე ძველი მწეველები იყვნენ, მომხდარით გაოცებულნი მხრებს იჩეჩავდნენ, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ სახლში მას თამბაქოს ბოლის მთელი ბოლქვები ელოდა, მისი ცოლის მიერ გამოშვებული, რომელმაც შეიტყო რა, თუ რა გადახდა მას პიტერში, წამოიყვირა: “მე რატომ არ წამიყვანე ნეტარ ქსენიასთან? მეც მინდა მოწევის მიტოვება და არ შემიძლია!” ერთი წლის შემდეგ დედა ოლიმპიადამ დაურეკა მიხეილ მიხეილის ძეს და დაინტერესდა მისი მდგომარეობით. მან გაახარა დედაო, აუწყა რა, რომ მას შემდეგ უკვე წელიწადია არ ეწევა.
მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ადამიანმა, რომელიც 20 წლის მანძილზე ორ-ორ კოლოფს ეწევა დღეში, ერთ წამში მიატოვოს მოწევა? ეს აშკარა სასწაულია ღვთისა წმიდა ნეტარი დედა ქსენია პეტერბურგელის შუამდგომლობითა და შემწეობით აღსრულებული!
ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს – თვლის რა, რომ თუკი ადამიანს არ შეუძლია მოწევის მიტოვება, მაშინ როგორღა შეძლებს იგი სხვა ცოდვილ მიდრეკილებათაგან განწმენდას. მათთვის კი ვისაც მოწევა მცირე ცოდვა ჰგონია, მოვიყვანთ ორ შემთხვევას, რომელიც ცხადყოფს თუ რაოდენ საძაგელია ღვთის წინაშე იგი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილასსსსს რა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშკარა შეურაცყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღმრთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი “სატანის საკმეველი” ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.
სულ ახლახანს კი კიევო-პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს. ცნობილია, რომ სულს, თუკი იგი არ განიწმინდა ვნებისაგან, ეს ვნება რჩება სიკვდილის შემდეგაც, მისი დამაყოფილების საშუალება კი ესპობა.
ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა, თუ რაოდენ “”პატარა” ცოდვაა მოწევა.
მას კი ვინც გადაწყვეტს მოიშოროს ეს საშინელი ვნება, ანდა შეეწიოს თავისი ლოცვით ახლობლებს, რომლებიც უეჭველად დაეხმარება მათ ამ კეთილ საქმეში. ლოცვა ხომ ყველაზე უფრო ქმედითი და საიმედო იარაღია ბოროტი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამეთუ “შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისა მიერ”.

ვის უნდა ვევედროთ, რომ ჩვენი ახლობელი თამბაქოს წევას გადაეჩვიოს

ლოცვა მოწევისაგან თავის დასაღწევად (მოყვასისათვის)

ღირსნო მამაო – ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაითა მსწრაფლ მისცეს შეწევნაი მონასა ღმრთისასა (სახელი) ბრძოლასა მას შინა, რომელი აქუს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა.
უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთაითა – ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი მონისა შენისა (სახელი), უბიწო-ყავ გული მისი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისაითა, რაითა შორს ივლტოდეს მისგან ბოროტი ვნებაი გლარჯის ხუმევისაი (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაით მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისასა.

თუ გსურთ თავად გადაეჩვიოთ თამბაქოს წევას, წმინდანებს ასე უნდა მიმართოთ:

ღირსნო მამანო – ნიკომიდოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებანი წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაითა მსწრაფლ მომცეს შეწევნაი ბრძოლასა მას შინა, რომელი მაქუს მე ვნებისა მიმართ უწმინდურისა.
უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთაითა – ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი ჩემნი, უბიწო – ყავ გული ჩემიო და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისაითა, რაითა შორს ივლტოდეს ჩემგან ბოროტი ვნებაი გლარჯის ხუმევისაი (თამბაქოს წევისა), სადაით მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისასა.

მთარგმნელი მელანია შანავა-ვეფხვაძე

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

2 responses »

  1. თუკი უფალს სთხოვ, დაგეხმაროს სიგარეტისთვის თავის დანებებაში, ის ამას აუცილებლად შეგისრულებს; . . . იესოს ლოცვას ვიმეორებდი მთელი დღე, (1 თვე) და სიგარეტის მოწევის სურვილი არ გამჩენია, რა ლომკა, რის ლომკა, . . . ასე უცნაურად დავანებე თავი ამ შხამს და ბედნიერი ვარ ამით.

    Reply
    • შორენა გილოცავ :* ძალიან გამახარე
      მგონი ერლომ ახვლედიანმა თქვა ყველაზე ხანგრძლივ, უსისხლო და მშვიდობიან ომს გაუმარჯოსო – ომს საკუთარ თავთან
      ცხობრება ბრძოლაა და მუდამ უნდა დავამარცხოთ ჩვენში სისუსტე. კარგია :*
      თუმცა ეს ბრძოლა ჯერ არ არის მოგებული. გამარჯვებამდე დროა საჭირო. გაძლიერდი !!!! :*

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s