RSS Feed

* * *


ყველაფერი კარგად იქნება!

ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი
ილია II

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

7 responses »

  1. me miyvars chemi patriarki.. chveni eris sulieri mama

    Reply
  2. me miyvars chemi patriarqi! nan didi madloba am didebuli leqsis chventvis gaziarebistvis!!! dzalian miyvarxar da gisurveb warmatebebs!!

    Reply
  3. magaria!!!

    Reply
  4. James Bagdavadze

    ნანა მე შენ ძალიან გაფასებ, რადგან კეთილ საქმეებთან ერთად საღვთო საქმეებსაც აკეთებ…
    მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადო ამ ლექსის დადებისთვის და გისურვო უფლის მადლი…

    მუდამ შენი მონა-მორჩილი!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: