RSS Feed

ჭრიჭინა და ჭიანჭველა


დაჭრიჭინობდა, დახტოდა
ჭრიჭინობელა პატარა
და უშრომ-უზრუნველობით
მთელი ზაფხული ატარა.

მაგრამ ბოლო დროს, ზამთარმა
თვალი რომ გამოუჭყიტა,
შეკრთა მოცლილი მღერალი
და შიშმა წელი მოსწყვიტა.

გაჰქრა იგი დრო, როდესაც
ყოველგან დროს ატარებდა,
ცა ქუდად აღარ მიაჩნდა,
მიწას ფეხს არ აკარებდა!..

სიმშილით კუჭი უხმება,
თანაც სიცივით კანკალობს,
ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა,
ჩვეულებრივად ვერ გალობს!

ან კი რაღა დროს ხტომაა
და რა დროს ჭიანურია,
როცა რომ ლხინის მოყვარეს
სცივა, ჰშია და სწყურია?

კარზე მიადგა ჭინჭველას
ვედრებით: „ჩემო ნათლია!
ნუ მომკლავ გაზაფხულამდე
და გამომკვებე, მადლია!“

ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული
როგორღა გაატარეო?“
– „ვილხენდი, გამოვაყრუე
ჭრიჭინით არე-მარეო“.

– „მაშ, თუ მაგრეა, რადგანაც
ზაფხულში იფარფაშეო,
მიბრძანდი ეხლაც და სინჯე –
იხტუნე, ითამაშეო!“

(თარგმანი ა. წერეთლისა)

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: