RSS Feed

ხარაზი


იყო ერთი ხარაზი, რომელსაც უცნაური რამ სენი სჭირდა: როდესაც ვინმე მის წინაშე სხვა ხარაზისაგან შეკერილ ჩექმებს მოიწონებდა, თავბრუ ეხვეოდა, გული უწუხდა და ლოგინად ვარდებოდა. რამდენადაც სიბერეში შედიოდა, იმდენად ამ ხარაზს თავისი სენი უძლიერდებოდა. ბოლოს საქმე იქამდის მივიდა, რომ საბრალო ხარაზი გადადებული ავადმყოფი შეიქნა.

მისმა მეზობლებმა იფიქრეს, ითათბირეს და ავადმყოფის სანუგეშებლად და გამოსაბრუნებლად ასეთი ღონე არჩიეს: მივიდნენ ყველანი ერთად ლოგინში მწოლიარე ხარაზთან და მის დასარწმუნებლად ტყუილად შეჰფიცეს:

– ხელმწიფემ ბრძანება გასცა, რომ ამიერიდან ჩვენ ქვეყანაში ყველას, შენს გარდა, ხარაზობა უნდა აეკრძალოსო; ხარაზებს უფლება ეძლევათ დურგლობას მიჰყონ ხელი; ხოლო ვისაც ეს არ ჰსურს, უნდა სხვა ქვეყანაში გადასახლდესო.

ავადმყოფმა ხარაზმა ეს რომ მოისმინა, უფრო შეშფოთდა:

– თუკი ხარაზობას ყველას მიატოვებინებენ, მაშ მე ვისღა უნდა შემადარონ და მამჯობინონო, – წარმოთქვა საშინელი მწუხარებით და განუტევა სული.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: