RSS Feed

სამი უნარი


ერთმა ხელმწიფემ თავის ქვეშევრდომთ გამოუცხადა:

– ვინც ჩემს თვალწინ დიდ უნარს რასმე გამოიჩენს, მას ისე დავასაჩუქრებ, რომ საუკუნოდ ბედნიერი შეიქნესო.

ამ ბრძანებაზე ხელმწიფეს სამი კაცი გამოეცხადა: ერთს ხელში წერაქვი ეჭირა, მეორეს ვეება ტიკი, მესამეს ნამგალი.

მეფემ წერაქვის პატრონს ჰკითხა:

– აბა მითხარ, შენ რა უნარი გაქვს და ან ხელში წერაქვი რად გიჭირავსო?

– ამ წერაქვითო, – მიუგო მან, – მიბრძანეთ და რომელ ქალაქსაც გინდათ, ერთ დღეს, დილით საღამომდე, ისე დავანგრევ, რომ ქვა ქვაზედ აღარ დარჩესო.

შემდეგ მეფე მიუბრინდა ტიკის პატრონს:

– აბა, ახლა შენ მითხარ, რა შეგიძლიან და ან ტიკი რად გიჭირავსო?

ამანაც მიუგო:

– მე, შენი ჭირიმე, მიბრძანე და ამ ტიკს ღვინით სავსეს უსუნთქებლად დავცლიო.

მეფემ ჰკითხა აგრეთვე მესამეს:

– მითხარ, შენ რიღას შემძლე ხარ და რას ნიშნავს ეგ შენი ნამგალიო?

– მე, – მიუგო ამან, – ამ ნამგლით სამი დღის ყანას ერთ დღეს, დილით საღამომდე, ისე მოვმკი, რომ თავთავიც აღარ დარჩესო.

ხელმწიფემ რა მოისმინა სამთავეს უნარი, ასეთი განაჩენი გამოუცხადა:

– ვინც ერთ დღეს ქალაქის დანგრევას იკვეხის, ის ქვეყნის მავნებელი უნდა იყოს, ვინც ღვინით სავსე დიდი ტიკის დაცლას, ის თავის თავის მტერი. ავის საქმისათვის ჯილდოს მიცემა ხელმწიფეს არ შეშვენის. ამიტომ მიბოძებია ჩემი საბრძანებლიდან ასი ათასი დღიური მიწა, ტყითა და ველით შემკობილი, მენამგლისათვის, რადგან ნაყოფიერი და ქვეყნისათვის სასარგებლო უნარი მხოლოდ ამას ჰქონიაო.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: