RSS Feed

მელა და ყურძენი


დამშეული კუდა-მელა
ვენახში მიიპარება…
მიცუნცულებს ნელა-ნელა,
ღობე-ყორეს ეფარება.

ბოლოს შეძვრა… ნახა კარი,
მაგრამ აზრი კი წაუხდა:
ბაღი იყო სულ მაღლარი
და დაბლარი და დაუხვდა.

ყურძენი რომ მაღლა ნახა
მიმწიფებულ-მინაბდული,
დაუღო მას წუწკი ხახა,
აუძგერდა მსუნაგს გული.

მაღლა-მაღლა იყურება,
იგრიხება, იწურება…
აქეთ-იქით დატრიალებს,
თვალებს სისხლით აბრიალებს.

ხან დაწვება, ხან ადგება,
ნდომის ნერწყვი პირს ადგება,
კბილები მთლად აექავა,
მაგრამ მაღლა ხომ ვერ გავა?

სწორედ ჭირის დღე დაადგა –
დაიქანცა, დაიღალა,
მაგრამ აღარ გამოადგა
აღარც ხერხი, აღარც ძალა.

დარჩა ამოძულებული…
მაგრამ აღარ გაიტეხა
კუდიანმა ვითომ გული
და ურხცვად ეს დაიკვეხა:

„რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი,
გეფიცებით შვილებსაო;
მკვახე იყო ის ყურძენი
და მომკვეთდა კბილებსაო!“

(თარგმანი ა. წერეთლისა)

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: