RSS Feed

დათვის წვეულება -კრილოვი


დათვმა ლხინი გადიხადა,
მოიწვია მეზობლები;
გარეშენიც ბევრი ჰყავდა:
ტურა, მელა, კატა, მგლები.

უკეთესი მასპინძლობა,
უნდა ვსთქვათ, რომ არ ნახულა;
რა საჭმელი, რა სასმელი!
რა იყო, რომ იქ არ დგმულა?

გადაჰკრეს და სადღეგრძელო
სათვითაოდ გააჩინეს,
სამადლობელს სავსეს სვამდენ,
წვეთი აღარ შეარჩინეს.

გახალისდა დათუნია,
მოლხენით რომ სხვებიც ნახა,
თვისის ბოხის მაღალ-ბანით
„სუფრულიც“ კი შემოსძახა.

გაოცებულს იმის სტუმრებს
მარტო ესეც არ აკმარა:
გადმოახტა სუფრის თავზე
და ლეკურიც დაუარა.

მელა-კუდამ ტაში დაჰკრა:
„ამფერ! ჩემო დათუნაო!
როგორ გშვენის ეგ დავლური,
მალაყები და ხტუნვაო!“

მაშინ მგელმა წასჩურჩულა:
„მელავ! ტყუილს ნუ ამბობო!
სასაცილოდ დაძუნძულებს
და შენ მაგრე რად ამკობო?“

მაგრამ მელამ უპასუხა:
„ბრიყვი ხარ და სულელიო!
რას დავეძებ მაგის თამაშს?
მე სხვა რამეს მოველიო.

„მოვუწონებ, იამება,
გაბრიყვდება ამ ქებითო
და ჩვენ კი რა გვენაღვლება,
ვახშმადაც აქ დავრჩებითო“.

თარგმანი ა. წერეთლისა

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: