RSS Feed

გულშემატკივარი მეზობელი


ერთმა კაცმა მეზობელს დანა სთხოვა:

– რა ვქნა, შენ გენაცვალე, დანას როგორ დაგიჭერდი, მაგრამ ძლიერ ბასრია, მეშინია ხელი არ მოგჭრას და არ დაგასახიჩროს.

მეორედ იმავე მეზობელს ახლა ტომარა სთხოვა.

– ტომარას გათხოვებდი, მაგრამ ძირგავარდნილია: რასაც ჩაჰყრი, დაგებნევა, – მიუგო მთხოვნელს მეზობელმა.

მესამედ ცხენი სთხოვა.

– ცხენს კი არა, შენთვის სიცოცხლეს არ დავზოგავდი; მხოლოდ ჩემს ცხენს ერთი საძაგელი თვისება აქვს: კაცს რომ ზურგზე შეისვამს და ორ ნაბიჯს გადასდგამს, მოჰყვება მაშინვე ტლინკვას, ხტუნვას, ტრიალს და ვიდრე ზედ მჯდომს არ დასცემს, არ დაწყნარდებაო.

მაშინ მთხოვნელმა მეზობელს მიუგო:

– მე ძლიერ საწყალი კაცი ვარ, არ მაბადია არც დანა, არც ტომარა, არც ცხენი, მაგრამ ვხედავ, შენ ჩემზე გაცილებით უბედური ყოფილხარ. მე ჩემის სიღარიბით, როგორც არის, ვღონღილობ და შენ კი დღითი დღე აუცილებელი საფრთხე მოგელის: ან შენი ბასრი დანის წერა გახდები, ან დახეული ტომარა დაგღუპავს და ან გიჟი ცხენი მოგიღებს ბოლოსო.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

One response »

  1. ძალიან მაგარია… იქნებ ავტორები მიგეწერა🙂 მადლობა წინასწარ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: