RSS Feed

Tag Archives: georgia

ულუმბო (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)

This slideshow requires JavaScript.

მეოთხე გაჩერება ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში. მის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ჭერათხევის… სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ(13) მამათგანის ქმნული, და დაფულულ არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი“.

სამწუხაროდ არ ვიცით სად არის დასაფლავებული მიქაელ ულუმბოელი, ამბობენ მონასტრის ეზოშიაო.

ქართველთა ერთ–ერთი ჯალალ ედ დინთან გამარჯვების ბრძოლის დროს, ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და იგი შეუწირავთ ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და სულაც არ დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს.

თუმცა ძალიან მწირია ამ ტაძრის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სამაგიეროდ დიდებულია და ულამაზესია იგი, ტყეში ჩაფლული სისპეტაკე და სიმშვიდე დანახვისთანავე ჩაგაფიქრებს, მეტყველების უნარს გაკარგვინებს და მონუსხული, ემოციებით აღვსილი, ზიხარ ეზოში და უყურებ ამ პატარა ტაძრის სიდიადეს. სიდიადეს რომელიც სანთლისა და საკმევლის სუნით შეგახსენებს უფალი სუფევს შენში და ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. აქ კი უფრო ახლოს ხარ კეთილშობილებასთან, სიმართლესთან, სიყვარულის გრძნობით, მადლიერი ხარ და ბედნიერი, რომ ნახე და შეეხე . . . რომ განიცადე . . . რომ შეგიძლია სხვასაც გაუზიარო . . . რომ ღმერთმა ამის ღირსი გაგხადა.

ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.

1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღუდგენიათ.

ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, როდესაც ამ ტაძრის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიტანეთ ცოტაოდენი ზეთი , მარილი, ღვინო და ფქვილი, ან რისი შესაძლებლობაც გექნებათ.

სიყვარულით
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სამთავისი (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)

სამთავისი   დააწკაპეთ და ტექსტს სამთავისზე იხილავთ ახალ ფანჯარაში  

This slideshow requires JavaScript.


ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

არ დავივიწყოთ ტაო კლარჯეთი

ოდესღაც ისტორიული საქართველოს ნაწილი ტაო-კლარჯეთი უმშვენიერესი ბუნებით და ზღაპრული სანახაობით არაერთ მოგზაურს ხიბლავდა. მე-8 საუკუნეში ეს მხარე ქართველ ბაგრატიონთა სამკვიდროდ და ქვეყნის ცენტრად გამოცხადდა. ,,გურჯისტანის ვალაიეთი’’ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ნაწილი , ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. 

ყველამ იცის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.

 ტაო მდინარე ჭოროხის ხეობაშია , კლარჯეთი მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ტაო-კლარჯეთში მრავლადაა ( 200-ზე მეტი) ძველი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, , ხანძთა , ბანა, დოლისყანა, შატბერდი და სხვა მრავალი, რომლებიც კვლავაც ინარჩუნებენ უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის და ზოგადად კულტურისთვის, მათ ქართველების ყურადღება და ზრუნვა ესაჭიროებათ. უძველესი ეკლესიები ტაძრები დანგრეულან და ზოგიც სასწაულებრივად გადაურჩა ბუნებისა თუ ადამიანის მიერ მოვლენილ რისხვას. 

ყოველი ჩვენთაგანის ვალია გულგრილნი ნუ ვიქნებით და მეტად დავინტერესდეთ ჩვენი ისტორიული ,  უნიკალური  ძეგლებით. ამასთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა  საქველმოქმედო კონცერტი “გელინო”

 სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს მეგობრებს მოვინახულოთ ეს ულამაზესი მხარე და  ისტორიული ძეგლები.  ჩვენს ისტორიას შევეხოთ და გავუფრთხილდეთ!

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ხევსურეთი ანუ კულტურული შოკი

   არასოდეს ვყოფილვარ სამოგზაუროდ მთაში, წელს კი  ძალიან მონდოდა კერძოდ ხევსურეთის მონახულება.სურვილი იყო მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი შთაბეჭდილებებით თუ ჩამოვიდოდი, მოსაყოლი  ბევრია და თან არაფერი, ეს არასოდეს დამავიწყდება. ეს უნდა ნახო. ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანი იყო და დასამახსოვრებელი.

      ჩარგალი . . . ვაჟა ფშაველა, მისი პატარა სახლი და პირადი ნივთები, ულამაზესი ეზო და თივის ზვინები, პეპლები, მთები, ტყე და მდინარე. 

განა ყველა, რაც ხმელია,

კაცისგან საწუნარია!?

ათასს ცოცხალსა ბევრჯელა

ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

      გზა . . .  ერთს ვიტყვი: ძალიან უნდა სურდეს  ხევსურეთის ნახვა და მთხოოს საყვარელმა ადამიანმა რომ კვლავ განვიცადო მასთან ერთად ის შიში და დაძაბულობა. არსად არ მინახავს ასეთი ვიწრო გზები, კლდეზე დაკლაკნული და მაცდური, მიმზიდველიც. გეშინია მაგრამ გინდა რომ ეს გზა გაიარო – დათვის ჯვრის უღელტეხილი, თუ მანქანა შეგხვდა მაშინ ხარ ცუდ დღეში, რომ არ იცი როგორ გაივლის ორი მანქანა იმ ვიწრო გზაზე.

     შატილი . . .  მიტოვებული, სევდიანიო ვერ იტყვი, უფრო ჩაფიქრებული სტუმრის მოლოდინში, ხელგაშლილი, გულის კარი ღიაა და მუდამ მზადაა მოგიყვეს თავისი ამბავი. ხევსურების ვაჟკაცობის და მამაცობის მომსწრეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. ძალიან გამიხარდა დამსვენებლების ნახვა შატილში. აუშენებიათ პატარა კოტეჯები და ასულან სუფთა ჰაერზე ოჯახები, ტკბებოდნენ იმ სილამაზით რასაც ვერც მხატვარი ვერც პოეტი და ვერც ვერავინ ვერ აღწერს. ეს უნდა ნახო!

ვერც ჩემმა ობიექტივნა აღბეჭდა ის სიდიადე რასაც ჩვენ იქ ვხედავდით, ნაწილობრივ მაინც შეგექმნებათ წარმოდგენა თუ ნახავთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს .

      მუცოს ხეობა . . .   მეორე “შოკი” ულამაზესი, უდიადესი, თვალწარმტაცი, ჯიხვებივით დავხტოდით ნანგრევებზე და ჩვენი ხმა ექოდ გვესმოდა შორიდან. აჭრელდა მთები და გაიხარეს ჩვენი ნახვით, სტუმრობით.

      მეტს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ნახეთ ფოტოები და ისიამოვნეთ.

ნ.შ  

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

This slideshow requires JavaScript.

გერგეტის სამება

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

წელს მინდოდა სიყვარულითა და სიხარულით სავსე გულით ვხლებოდი  ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს.

ლოცვით, ჩურჩულით ვეფერებოდი და შევთხოვდი  ჩემი სიყვარული დაეფარა და დაელოცა, კურთხევასა და დახმარებას ვთხოვდი, რადგან მიმაჩნია როცა გაქვს, მოიპოვე და დაგასაჩუქრეს, უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდე, ილოცო უფლის წინაშე შენი სიყვარულისთვის,  გეშინოდეს, და ძლიერდებოდე რწმენაში, სიყვარულში , სიკეთეში, შრომაში, ლოცვაში  . . .

წელს მეგონა ვერ მოვახერხებდი წასვლას, არავინ არ მეგულებოდა თბილისში მეგობართაგან ვინც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა: ეკა, თიკო და მე  დილის 8 საათზე აღმოვჩნდით კომფორტულ “მარშუტკაში” ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრე და ულამაზესი ხედები, შემდეგ მჟავე წყლები და გუდაური, შემდეგ ყაზბეგი. ქალაქიდან კი  ფეხით დავადექით წმინდა სამებისკენ მიმავალ გზას, დროდადრო “ხევის პატარძალს” ავხედავდით, გამოჩნდა თუ არა ბოლომდე რომ სურათები გადაგვეღო და მწვანე მინდორზე შესასვენებლად ჩამომჯდარნი ღრმად შევისუნთქავდით სუფთა ჰაერს. სიტყვით შეუძლებელია გადმოვცე ის განცდები რაც გვქონდა ამიტომ რამდენიმე ფოტოს დავდებ და გისურვებთ მომავალ წელს თქვენც განიცადოთ აღმაფრენა, სიხარული, ბედნიერება და თუ გულით ილოცებთ აუცილებლად მოგეცემათ, ჯერ შეიყვარე უფალი შენში, მერე შენი თავი და მერე აუცილებლად შეგიყვარებს სხვაც, ან ის ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ. Read the rest of this entry

ყველასათვის საყვარელი პოეტი და მწერალი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა.

      მუხრან მაჭავარიანი გუშინ 17 მაისს რუსთაველის თეატრში ლექსის წარმოთქმის დროს გარდაიცვალა. გრდაცვალების მიზეზი: გული 

 

 

   

* * *
ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი ,
ხარ გარჭობილი გულში ისარი …
სიტყვა სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი ,
ვით ჩუქურთმანი მცხეთისჯვრისანი ,
სამაგიეროდ , — ჩემში რაც არი ,-
სხვისი არაა ერთი მისხალი .

მორჩა .
გათავდა .
მე განზე ვრჩები .
ვინიცობაა , მწედ მექმნა ღმერთი ,
და , თუ ოდესმე ქონება ჩემი ,-
მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის !-
ხომ კარგი !
და თუ არ მოხდა ისე ,-
ვით ბევრის თავზე ;

წუთისოფელი როცა მიყელებს ,-
თიხად ქე მაინც გამომიყენე !

კეთილმორწმუნე ქართველთა მეფის თამარის ხსენების დღე – თამარობა

               

             14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა ხსენების დღეს – თამარობას აღნიშნავს.თამარ მეფის ხსენების დღეს – თამარობას საქართველოში, როგორც ეროვნულ დღსასწაულს 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ. თამარი, თამარ მეფე (დაახ. 1160-1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გუიორგი მე-3-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” შეარქვეს. Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 452 other followers

%d bloggers like this: