RSS Feed

მგელი და კრავი ი.კრილოვი


ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.

თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა.

უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.

შემოუძახა: „შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?

ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!“

- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“

- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“

- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
– „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“

- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
– „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!

მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“

უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?

(თარგმანი ა. წერეთლისა)

About these ads

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

One response »

  1. მაგარი ლექსია

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 452 other followers

%d bloggers like this: